დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

დიმიტრი შაშკინი - საარჩევნო ბანდას დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა ხელმძღვანელობს 20.10.2020 16:49

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში საარჩევნო ბანდა მოქმედებს, რომელსაც გიორგი მშველიანის ძმა პირადად ხელმძღვანელობს.

 

როგორც დიმიტრი შაშკინმაჯორჯიან თაიმსთანგანაცხადა, აღნიშნული ბანდა სექტემბრიდან მოყოლებული სცემს ხალხს, აშინებს და შეურაცხყოფას აყენებს.


ეს არაა პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება. ეს ყველაფერი დმანისიდან დაიწყო, როდესაც 12-მა კაცმა ქუჩაში, დღისით სცემა კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრი. ამის კადრები არსებობს. შემდეგ ძალადობა  წალკაში გაგრძელდა, ერთ-ერთი აქტივისტი სცემესმერე გადავიდა ბოლნისში, 25 -მა კაცმა ჩაიხანაში არიფ უსუფოვი სცემაეს კაცი კი დაიჭირეს, იმიტომ, რომ სცემეს,“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.


მისი თქმით, ეს ბანდა  ბილბორდებს სპეციალური ტექნიკით ჭრის.


პლაკატების ჩამოხევა მინახია, მაგრამ ბილბორდების მოჭრა და მოპარვაარა. ახლა ახალ ზომებზე გადავიდნენ და უკვე ისვრიან. 6-ჯერ ისროლეს, ერთხელ გაარტყეს მანქანას, ორჯერ დაეჯახნენ და ღამით აზერბაიჯანელი წარმოშობის მასწავლებელი სცემეს, ერთ-ერთ სოფელში. ჩვეულებრივ მასწავლებელი გაიგდეს და სცემეს, რომელმაც საჩივარი შეიტანა პოლიციაში. ეს არის ჩვეულებრივი ორგანიზებული ბანდა. იმის მაგივრად რომ გოგი შველიანმა მიხედოს რაიონსა და დაეხმაროს აქ მცხოვრებლებს, ის  ამ ხალხს სცემს,“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ