დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

დიმიტრი შაშკინი: ირაკლი კობახიძის უზნეობას საზღვარი არ აქვს 20.10.2020 17:04

ირაკლი კობახიძის უზნეობას საზღვარი არ აქვს, ეს ყველამ იცის საქართველოში -  განაცხადა"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

ეს კომენტარი მან ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გააკეთა, რომლითაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

 

როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, „ეს არის კაცი, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დასვა“.

 

„თუმცა უზნეობასაც და უტიფრობასაც ზღვარი უნდა ჰქონდეს. რადგან გვეუბნება, რომ თურმე იმ ადამიანს, რომელსაც 6-ჯერ ესროლეს, მანქანიდან გადახტა, გაიქცა, თვითონ ესროლა მანქანას, ჩაჯდა მანქანაში, მერე ვიღაცა სხვას დაარტყმევინა მანქანას ორჯერ. ან კახა ოქრიაშვილი დადის და თავის ბილბორდებს ჭრის. ან არიფ უსუფოვმა 25 კაცი სცემა და მერე საკუთარ თავში ირტყა ჯოხი?! ეს არის ირაკლი კობახიძის ლოგიკა? რა გასაკვირია, როცა გავრილოვი  თავის სავარძელში დასვა,“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ