დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რა პირობით გადავადდება სესხები მესამედ 20.10.2020 17:43

მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ.

 

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.როგორც საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა შეხვედრაზე 2 მთავარ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს.

 

ნომერ პირველია ის, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათი მოთხოვნები. მეორე კი არის ის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ ბიზნესი ითხოვს 6 თვის ვადით გადავადდეს სესხები და გახანგრძილვდეს საგადახადო შეღავათები.

 

მისი თქმით, შეხვედრას წამყვანი ბანკების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე შეხვედრები გაგრძელდება.სესხების გადავადებაზე ბანკებთან მთავრობის შუამდგომლობას ითხოვს სარესტორნე ბიზნესიც.

 

"იმ შემთხვევაში თუ საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს სესხების რესტრუქტურიზაციის სურვილი ექნებათ და ბანკებს მიმართავენ, კომერციული ბანკები მზად არიან სესხები კვლავ გადაავადონ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თვის დასაწყისში განაცხადა.

 

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი რომ სესხები მესამედ აღარ გადავადდება. საუბარია საყოველთაო გადავადების მესამე ტალღაზე. ეროვნული ბანკის განმარტებით, ბანკები კლიენტებთან ინდივიდუალურ პირობებზე იმუშავებენ.

 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მთავრობის შუამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხები 2-ჯერ სამი თვით გადაუვადა.ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 3 თვიანი გადავადების პირველ ტალღაში, საბანკო სესხების 55% მოექცა - 17 მლრდ ლარამდე პორტფელით, მე-2-ში 7 მლრდ ლარამდე (მთლიანი დაბანდების 20%-მდე).

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ