დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დავით გარეჯის საქმეზე, შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია დაიბარონ 20.10.2020 22:23

ცნობილი ხდება, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის კომისიის საქმეზე პროკურატურაში, შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია დაიბარონ. მიზეზი კი გეოგრაფისა და გეოლოგის, ვლადიმერ მირიანაშვილის ჩვენებაა, რომელიც ამბობს, რომ სწორედ ალასანიამ მიუგზავნა მას შუამავალი, რომელიც ეუბნებოდა, რომ დახმარება კომისიაში მოღალატეების გამოსავლენად სჭირდებოდათ. პროკურატურაში დღეს განმეორებით გამოკითხვაზე გამომძიებლის შეკითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და დემარკაციის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაშაკიძე.

 

ლადო მირიანაშვილის ჩვენების გადამოწმება "კურიერმა" ირაკლი ალასანიასთან სცადა, თუმცა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ამ ეტაპზე, საუბარი არ სურს. ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების გამოკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს ივერი მელაშვილის ადვოკატიც. ბრალდების გარდა დაცვის მხარეც გეგმავს მაღალჩინოსნებისგან ინფორმაციის მიღებას. საქართველოს ტერიტორიების ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ხმაურიანი დაკავების პირველი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს არის დანიშნული.

 

ინფორმაციას რუსთავი-2 ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ