დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ნაცმოძრაობამ“ საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე ხალხი სხვა რაიონებიდან ჩაიყვანა“ 20.10.2020 22:40

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა საჩხერეში, საჩხერლების გარეშე გაიმართა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს:

 

„ნაციონალურ მოძრაობას“, საჩხერეში მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არ გააჩნია. ამიტომ, მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე, დამსწრეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რათა საჩხერლების მხარდაჭერის ილუზია შეექმნათ, სხვა რაიონებიდან იქნა მობილიზებული. შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და ნებართვის გარეშე, შეზღუდული იქნა გადაადგილება საჩხერე-ჭიათურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. ნაციონალური მოძრაობა, წლების მანძილზე მოდელირებული რეალობითა და სიცრუით მართავდა ქვეყანას და ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს, სხვა არაფერი დარჩენია თუ არა სიცრუისა და ძალადობის ტირაჟირება. არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. დაამარცხებს ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატე ძალას. ხოლო ჩვენი ვალია, ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით, პროვოკაციებისთვის მაქსიმალური თავის არიდებით, სამართლიან გარემოში მოვახერხოთ“, - აცხადებს „ქართული ოცნება“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ