დღე: 17

ღამე: 5

USD 2.6978

EUR 2.9112

22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევისთვის, 12 რესტორანი დაჯარიმდა 21.10.2020 12:21

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო 12 რესტორანი დაჯარიმდა.

 

როგორც ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 3 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დარღვევის განმეორებას, რის გამოც სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო.

 

„შრომის ინსპექციამ 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობის შეზღუდვის აღსრულების მონიტორინგი განახორციელა. გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი და ობიექტები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ვინაიდან შესაბამისი დადგენილების მიხედვით, დარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, განმეორებით დაფიქსირდა, რომ 3 ობიექტი დაჯარიმების მიუხედავად აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს, ამიტომ შსს-სთან ერთად რეაგირება მოვახდინეთ და სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო“,-აღნიშნა ფერაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, აქტიურად ხდება მონიტორინგი ბაზრებსა და ბაზრობებზე. კერძოდ, შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და საცალო და 185 საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტი და მათ მიმართ გაიცა გაფრთხილება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ