დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ამირან გამყრელიძე: შესაძლოა, პანდემია ერთ წელში ჩაცხრეს 21.10.2020 12:30

მედიას დიდი როლი აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნაკლები შფოთვა და ნაკლები პანიკა იყოს მოსახლეობაში. როდესაც გრიპის შემთხვევების პიკური პერიოდი გვაქვს, შფოთვა ამ დროსაც არის, მაგრამ ახლა გაცილებით მეტია, რადგან პანდემია არის ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ  არ არის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნილი, ეპიდემიისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაა. 

 

„მედიას დიდი როლი აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნაკლები შფოთვა და ნაკლები პანიკა იყოს მოსახლეობაში. როდესაც გრიპის შემთხვევების პიკური პერიოდი გვაქვს, (საქართველოში ეს პერიოდი დეკემბრის შუა რიცხვებში, დეკემბრის ბოლოს არის, ან მეორე პიკია თებერვალში), შფოთვა ამ დროსაც არის, მაგრამ ახლა გაცილებით მეტია, რადგან პანდემია არის ქვეყანაში. 2008-2009 წელს, როდესაც ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი იყო, დღეს იმისი აღარ გეშინიათ. ამიტომ, პანდემიას სჭირდება დრო.

 

უკვე თითქმის წელიწადზე მეტია, გარღვევა ვერ მოხდა. ჯერჯერობით არც ვაქცინა არის მიყვანილი ბოლომდე, რომელიც შესაძლოა, ფართო ხმარებაში იქნას გამოყენებული. რჩება მხოლოდ ის ხუთი პრევენციული ღონისძიება, რომელზეც ხშირად ვსაუბრობ. პირველი არის პირბადის ტარება. დაბეჯითებით გეუბნებით, პანდემია არ დასრულდება ერთ, ორ, სამ, ხუთ თვეში და შესაძლოა, არც ერთ წელიწადში. ვირუსს თავისი ბიოლოგიური ციკლი აქვს, ვირუსი თანდათან დასუსტდება და სხვადასხვა გათვლებით, პანდემია შესაძლოა, ჩაცხრეს დაახლოებით ერთ წელში. მაგრამ ამ პერიოდამდე ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება გვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ