დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმს ახალი შენობა ექნება 21.10.2020 13:01

მცხეთის ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და ინფრასტრუქტურული მოწყობა უკვე დასრულდა. ამის შესახებ, ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 9,6 მლნ ლარი შეადგინა. ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები.

 

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, მუზეუმის პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი მუშაობით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე რეგიონული განვითარების მესამე პროგრამის ფარგლებში მომზადდა. პროექტი შემუშავდა UNESCO- მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, რომელშიც მუზეუმოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტია დაცული. პროექტის ფარგლებში, არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭისსაკონსერვაციო სამუშაოებიც ჩატარდა.

 

სააგენტოს ცნობით, მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყო და აღიჭურვა გარე განათებით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით. ესტონური კომპანიაკოკო არქიტექსისმიერ მომზადებული მუზემოგრაფიის პროექტის მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მომდევნო 1 წლის განმავლობაში, ასევე, განახორციელებს მუზეუმის, როგორც საგამოფენო, ასევე საოფისე ატრიბუტიკით აღჭურვას. თანამედროვე სამუზეუმო სივრცეში განთავსდება ის 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება. მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, მუზეუმის საესპოზიციო დარბაზში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ