დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება 21.10.2020 13:14

რუსთავის კულტურის და დასვენების პარკში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. 

ღონისძიება, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ტბასთან გაიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საზოგადოება ,,რუსთაველების დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მე-12 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, მიწვეული სტუმრები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

,,დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა რუსთავისთვის, სრულიად საქართველოსთვის, ამ უმშვენიერეს ქალაქში საფუძველი ჩაეყარა რუსთაველ ნიჩბოსანთა ახალ კლუბს. ეს კლუბი შესაძლებლობას მისცემს, რუსთაველებს და რა მხოლოდ რუსთაველებს, რომ ასეთ ულამაზეს სპორტის სახეობას დაეუფლოს, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ საერთაშორისო ტურნირებსაც მოვაწყობთ და უცხოელ სპორტსმენებსაც ვუმასპინძლებთ, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

 

ნიჩბოსნობის სკოლის დაარსების ინიციატორი საზოგადოება რუსთაველებია. მისი დამფუძნებლის ალექსანდრე დალაქიშვილის განცხადებით, ორ თვეში რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება და სპორტული ინფრასტურუქტურა მოეწყობა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ