დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გიორგი კამკამიძე: სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა დიდ პანიკას გამოიწვევს 21.10.2020 13:38

ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის გაიდლაინები მოსახლეობამდე კარგად არ არის მიტანილი.

 

როგორც გიორგი კამკამიძე აცხადებს, ბინაზე მკურნალობის პრინციპი არის ის,  რომ ადამიანს დამატებითი ანალიზები არ სჭირდება.

 

"დღეს უკვე გარდაუვალია, იმის აუცილებლობა, რომ ყველა პაციენტი ვერ მოთავსდება საავადმყოფოში. ასევე, კორონავირუსის გართულებებით იღუპებიან, როგორც ჰოსპიტალში, ისე მის გარეთ. 

 

რაც შეეხება, დღეს ახალგაზრდის გარდაცვალებას, ასეთი ერთეული ფაქტები მომავლშიც იქნება.  რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა გამოკვლეული უნდა იყოს ბოლომდე, თუ რამ გამოიწვია ეს. აუცილებელია გაგრძელდეს მონიტორინგი და მკურნალობა როგორც  სახლში, ისე სასტუმროში,“- განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

 

მისი თქმით, გადამზადებული ექიმების კონტინგენტი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ეფექტურად გამკლავებოდნენ ამ სიტუაციას.

 

„სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა დიდ პანიკას გამოიწვევს. ინფიცირებული ადამიანები ეძებენ სხვა ალტერნატიულ მეთოდებს და თვითდინებით აკითხავენ სხვა კლინიკებს. ეს კი ინფექციის გავრცელების დიდი რისკია. ახლა, როგორც ვიცი კიდევ უნდა გადამზადდეს დამატებითი კადრები, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“- განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ