დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გახარია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 21.10.2020 15:34

როგორც მაქვს ინფორმაცია, ზუგდიდის ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა, - ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამართალდამცველები ყველა ღონეს მიიღებენ იმისთვის, რომ სპეცოპრეაცია ეფექტურად და მშვიდობიანად ჩატარდეს.

 

"ზოგადად, როდესაც მიმდინარეობს ცოცხალი სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება არ არის სწორი, თუმცა დღეს, ახლა რა ინფორმაციაც მაქვს ერთი დამნაშავე, სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში. სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონისძიებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია მშვიდობიანად" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ცნობისთვის, ზუგდიდის ბანკში სავარაუდოდ ძარცვის მიზნით, ორი ნიღბიანი შეიარაღებული პირი შეიჭრა. ამ დროსითვის ზუგდიდი ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ