დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება"- ამირან გოგიტიძე 21.10.2020 16:04

გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდებას ქვეყნის მაშტაბით არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგოტიძემ გააკეთა.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 36 მედპერსონალია ინფიცირებული და ეს სერვისის მიწოდებას საფრთხეს არ უქმნის.

 

სამედიცინო პერსონალის ინიციფრების რაოდენობა გუშინდელი მონაცემებით თბილისში იყო- 10, ხოლო ჯამში შეადგენს 36- . გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიქმენება რაიმე საფრთხე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდების კუთხით, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო პერსონალი ქვეყნის მასშტაბით გვყავს 4200 , ხოლო 36 ინფიცირებული ადამიანი, რა თქმა უნდა, არ გამოიუწვევს გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების შეფერხებას.

 

გახსოვთ, გაზაფხულის პერიოდში გარკვეულ რაიონულ სამსახურებში გვქონდა ინფიცირების ფაქტი და მყისიერად მოვახდინეთ პერსონალის ჩანაცვლება და მობილიზება ისე, რომ არც ერთი წამით მოსახლეობას არ უგძვნია რაიმე საფრთხე, რომ შეფერხება ჰქონოდა სერვისის მიწოდებაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა დავამშვიდო ამ კუთხით და ვთქვა, რომ გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდებას ქვეყნის მაშტაბით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვეულ რეჟიმში სამედიცინო ბრიგადები აგრძელბენ მუშაობას,“- განაცხადა გოგიტიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ