დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გიგი უგულავა: ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს 21.10.2020 17:00

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, მზადაა ზუგდიდში, ბანკში მყოფ მძევლებს ჩაენაცვლოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

„მე რამდენადაც ვიცი 3 მძევალია დარჩენილი და მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს, ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს, თუ ამის შესაძლებლობა და ორმხრივი თანხმობა არის”, -აცხადებს უგულავა.

 

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ.

 

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, თავდამსხმელებს შენობაში ბანკის თანამშრომლები ჰყავთ.

 

ადგილზე პოლიცია უკვე მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ