დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ილჰამ ალიევი: „ჩვენ - აზერბაიჯანი და საქართველო - მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, კარგი მეზობლები და მეგობრები ვართ“ 23.10.2020 12:15

 

როგორც აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „აზერტაჯი“ («АзерТАДЖ») იტყობინება, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ინტერვიუ მისცა იაპონურ გაზეთ „ნიკეის“-ს, რომელშიც მან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.


იაპონელი ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას: „გაქვთ თუ არა იმის იმედი, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდება? რა შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს სომხეთს და აზერბაიჯანს?“, რაზედაც ილჰამ ალიევი  პასუხობს:


„დიახ, რა თქმა უნდა, მსოფლიოს შეუძლია რეგიონში სიტუაცია მთლიანად შეცვალოს. იმედი მაქვს, მოვესწრები ვნახო, თუ როგორ ითანამშრომლებს ერთმანეთთან სამი კავკასიური ქვეყანა. დღეს, მაგალითად, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე იმყოფება. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. შესანიშნავი კავშირები გვაქვს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან - მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, კარგი მეზობლები და მეგობრები ვართ.


აბა, შეხედეთ, რამდენი ერთობლივი პროექტი გვაქვს რეალიზებული - ნავთობისა და გაზის, ელექტრონერგიის ტრანსპორტირება, სარკინიგზო მიმოსვლა ბაქო-თბილისის-ყარსის მაგისტრალით, ნავთობსადენი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, გაზსადენი „ბაქო-თბილისი-ერზერუმი“, ტრანსანატოლიის გაზსადენი (TANAP) და სხვა მრავალი პროექტები.


ვფიქრობ, აზერბაიჯანს, თურქეთთან ერთად, საქართველოში ჩადებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით პირველი თუ მეორე ადგილი უკავია. შესაბამისად, აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს [ბიუჯეტში] პირველი თუ მეორე გადასახადის გადამხდელია“.


წყარო: https://azertag.az/ru/xeber/Prezident_Ilham_Aliev_dal_intervyu_yaponskoi_gazete_Nikkei___OBNOVLENO-1621757

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ