დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

The Economist: გაძევებული ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას გეგმავს 23.10.2020 12:48

დიდი ბრიტანეთის ცნობილ ჟურნალ „ეკონომისტ“-ში («The Economist») დაბეჭდილია სტატია სათაურით „მიშას დაბრუნება? // გაძევებული ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას გეგმავს“, რომელშიც საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო სიტუაციაა განხილული.


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


ერთ-ერთ უგემოვნო ვიდეოთამაშში, რომელშიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და ქვეყნის ყველაზე ცნობილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობენ, იმარჯვებს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც იმედი აქვს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება.


მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა 2003 წელს მომხდარ „ვარდების რევოლუციას“, რომელმაც ქართველებს მკაცრი პოსტსაბჭოური მმართველობიდან თანამედროვე  ევროპული მმართველობისაკენ, წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრისა და ავტორიტეტული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისაკენ უბიძგა. მაგრამ მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ამჟამად იგი უკრაინაშია და თავისი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავს. მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს და ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის მიერ [დაუსწრებლად] უკვე გასამართლებულია, აგრეთვე წაყენებული აქვს დამატებითი სისხლის სამართლის ბრალდებები. 


საქართველოს მთავრობაში დომინირებს პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ქვეყნის ყველაზე მდიდარი ოლიგარქი ხელმძღვანელობს. იგი მომწვანო ზურმუხტისფერ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს.


მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, საქართველოში უეჭველად დაბრუნდება, თუ, რასაკვირველია, არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს, თუმცა ამის შანსი დიდი არ არის.


საარჩევნო კამპანია სულ უფრო უსიამოვნო ხდება.: 11 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხნენ, როცა იგი საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს მიტინგის დროს ხვდებოდა, თბილისში კი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ორი კარტოგრაფი დააპატიმრეს იმ ბრალდებით, რომ ისინი 14 წლის წინათ თითქოსდა არასწორად აწარმოებდნენ მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას და ეს ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. კიდევ უფრო უარესი მიხეილ სააკაშვილისათვის ისაა, რომ მან აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერით - სომხეთის მიერ კონტროლირებული მთიანი ყარაბაღის დაბრუნების საკითხში - საქართველოს მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. 


საქართველო ორივე სახელმწიფოს - სომხეთს და აზერბაიჯანს ესაზღვრება, შესაბამისად, მის ტერიტორიაზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. თბილისი ცდილობს კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებას.


ბევრ ქართველ ახალგაზრდას გულწრფელად სურს, რომ თამაში ორივე ადამიანისათვის დასრულდეს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.economist.com/europe/2020/10/22/an-exiled-ex-president-plans-a-comeback-in-georgia

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ