დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ხვალიდან მიკროავტობუსის მძღოლების ხელფასს „თბილისის მიკროავტობუსი“ განსაზღვრავს   23.10.2020 14:15

მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურების წესი იცვლება. როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს'' თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული და არა - გამომუშავებაზე დამოკიდებული.

„მძღოლი დღეს არის გამომუშავებაზე, შესაბამისად, დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრი აიყვანოს, რაც წარმოშობს ჭყლეტას სამარშრუტო ტაქსებში; ერთმანეთს ასწრებენ და აკეთებენ ცუდ მანევრებს. ხელფასის გადახდის სისტემის ცვლილება კი, უზრუნველყოფს იმას, რომ მძღოლებს აღარ ექნებათ მოტივაცია, რაც შეიძლება მეტი მგზავრი დააყენონ ფეხზე“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

 მძღოლების ფიქსირებული ხელფასის ოდენობას, წილოსანი ამბობს, რომ ამას თავად კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განსაზღვრავს და მერია არ ჩაერევა.

„ჩვენ ვეუბნებით კომპანიას როგორ გადაუხადოს მძღოლებს ხელფასი, თუმცა ანაზღაურების ოდენობას თავად განსაზღვრავს“, - აღნიშნა წილოსანმა.

ახალი წესი ხვალიდან ამოქმედდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ