დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საჰაერო თავდაცვას აძლიერებს  23.10.2020 15:02

NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვირტუალური სხდომის ფარგლებში, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს.

 

წინასწარი ინფორმაციით, აქცენტი ინოვაციურ ტექნოლოგიებზე გაკეთდება.

 

"C-RAM-ის შესაძლებლობები NATO-ს გამოწვევებზე პასუხისა და მოკავშირე ძალების ძალები სარაკეტო, საარტილერიო და ნაღმტყორცნების საფრთხისგან დაცვის მზაობის ძირითადი კონცეფციაა”, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

 

ალიანში აცხადებენ, რომ ერთობლივი ინიციატივა ამგვარი სისტემების გამოყენების ღირებულებას ამცირებს და ბლოკის ფარგლებში მათი ოპერატიული ურთიერთთავსებადობას ზრდის.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ