დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ამსეტერდამში იაპონურ ფოთლოვან სარეველასთან საბრძოლველად ჭიის ახალი სახეობა გამოიყვანეს 23.10.2020 15:29

ამსტერდამის მთავრობამ ქვეყანაში არსებული უცხო მცენარეების განადგურების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის არის იაპონური ფოთლოვანი სარეველა მცენარე, რომელიც ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ The Guardian წერს.

 

ქვეყანაში იაპონურ სარეველა მცენარესთან საბრძოლველად, დაბალბიუჯეტიანი მეთოდი მოიფიქრეს, მათ 5 000 ფოთლის ჭია გამოიყენეს, რომელიც მცენარეს ზიანს მიაყენებს და მათ გამრავლებას ხელს შეუშლის.

 

"იმედია, რომ ფოთლის ჭიები გამოიზამთრებენ და თავს დაიმკივდრებენ", - განაცხადეს მთავრობის წევრებმა.

 

ერთ დროს სახელგანთქმული იაპონური ფოთლოვანი მცენარე, რომელსაც ბეტონის გამტეხი ფესვები აქვს, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, წყლის ხარისხსა და ზრდის წყალდიდობის რისკს.

 

ოფიციალური პირების განცხადებით, იაპონური მცენარე "knotweed", რომელსაც "იაპონურ კვანძს" უწოდებენ, დიდ ზიანს აყენებს ჰოლანდიის დედაქალაქის შენობის საძირკველებსა და ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილს, რომლის შეკეთებასაც წელიწადში მილიონობით ევრო სჭირდება.

 

"იაპონური კვანძი" ნიდერლანდებში, როგორც დეკორატიული მცენარე, 1829–1841 წლებში გერმანელმა ბოტანიკოსმა, ფილიპ ფრანც ფონ ზიბოლდმა შემოიტანა და გააშენა. მისი აგრესიული ფესვები, რომელიც, შესაძლოა, დღეში 20 სმ-მდე გაიზარდოს და ბეტონი ან ასფალტი გაანადგუროს, მას შემდეგ მთელ ევროპაში მთავარი პრობლემა გახდა.

 

”ყველანაირი რამ ვცადეთ, მაგრამ ინვაზიური მცენარეების სრული კონტროლი ძალზე ძნელი და ძვირია. ჩვენ მოგვიწევს სხვადასხვა მეთოდების შერწყმა, რომ აზიური კვანძი დავიბრუნოთ. ჩვენ ვიცით, რომ მცენარეების ჭიებს შეუძლიათ "იაპონური კვანძის" ახალგაზრდა ყლორტები მოკლას ან შეანელოს მცენარის ზრდა", - განაცხადა ლეიდენის ბიოლოგიის ინსტიტუტის ენტემოლოგმა.

 

ნიდერლანდების საკვებისა და სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების ორგანომ (NVWA) დაასკვნა, რომ მცენარის ჭიები ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

მცენარეთა ექსპერტების აზრით, შესაძლოა, მავნე არსებები ჰოლანდიის კლიმატს ვერ შეეგუონ. 

ავტორ(ებ)ი : The Guardian

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ