დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

აზერბაიჯანი საქართველოსკენ მომავალ გზის გაფართოების სამუშაოებს აწარმოებს 23.10.2020 16:04

სახელმწიფო სააგენტო „აზერბაიჯანის საავტომობილო გზები“ განჯა-გაზახი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 130 კილომეტრიანი მონაკვეთის გაფართოების სამუშაოებს აწარმოებს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

 

სააგენტოს ქვედანაყოფები ახორციელებენ გრუნტის ფენის დაგებას, ქვისა და გრანულებიანი საძირკვლის მშენებლობას, პარალელურად მიმდინარეობს წყლის მილების ჩაყრა, მიწისქვეშა გადასასვლელების და ხიდების მშენებლობა.

 

ასევე მიმდინარეობს ხრეშის ფუნდამენტის მშენებლობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.

 

მშენებლები ახორციელებენ საგზაო სამუშაოებს, თუმცა ავტოტრანსპორტის კომფორტულ მოძრაობას ხელი არ ეშლება.

 

პროექტის თანახმად, გზის საერთო სიგანე 27,5 მეტრამდე გაფართოვდება. ასევე 130 კილომეტრიან მონაკვეთზე 86 ავტობუსის გაჩერების მოწყობა იგეგმება. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომაგისტრალი დასახლებულ პუნქტებთან მოშორებით გადის, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დონე იზრდება.

 

აღნიშნული გზის გაფართოება, რომელიც ბაქო-ალათ-გაზახ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რესპუბლიკური მნიშვნელობის ავტომაგისტრალის ნაწილია, საერთაშორისო და შიდა გადაზიდვების მოცულობის გაზრდის საშუალებას იძლევა.

 

ავტორ(ებ)ი : Sputnik

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ