დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„სოხუმსა და ცხინვალში საკმაოდ შეფიქრიანებულნი აკვირდებიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს“ 23.10.2020 20:01

გიორგი კანაშვილის პოსტი:
სოხუმსა და ცხინვალში, დიდი ალბათობით, საკმაოდ შეფიქრიანებულნი აკვირდებიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს და ჩემი აზრით, შემდეგ დასკვნებს აკეთებენ:
1. ყველანაირი ორაზროვნება რუსეთთან მიმართებაში (არა საკმარისად პრორუსობა, ანდა მეტიც - ხანდახან მასთან პრეტენზიების ქონა; და თვალის დასავლეთისკენ გაპარება - ხელისუფლებაში მოსვლამდეც კი - ფაშიანიანის ქეისი) და „გადამეტებული“ საშინაო ავტონომიურობა (მაგალითად პუტინის მეგობარი ქოჩარიანის ან, კუხოს (ОДКБ) მოქმედი გენერალური მდივნის დაჭერა) - შესაძლოა სტრატეგიულ პარტნიორსაც კი ძვირად დაუჯდეს;
2. გარიგება შესაძლებელია! სოხუმისა და ცხინვალის, ასე ვთქვათ „nightmare“ - მოსკოვსა და თბილისს შორის, გარიგებაა. ყარაბაღის სიუჟეტი, სტრატეგიული პარტნიორის ბოლომდე „გაწირვას“ არ ნიშნავს (ასე ჩანს დღეს), მაგრამ არც „დალაგება-გარიგების“ ელემენტებისგანაა დაცლილი. ვფიქრობ, ამგვარი კონტურების გამოკვეთა - ბევრს აშფოთებს;
3. ზემორე ორი დასკვნა თუ რელევანტურია, მაშინ ცხინვალში - კიდევ უფრო განმტკიცდება რუსეთთან მიერთების სურვილი; სოხუმში - კიდევ უფრო ფრთხილად მოეკიდებიან აფხაზურ-ქართულ დიალოგს (და ზოგადად კონტაქტებს დასავლეთთან). თეორიულად, სოხუმმა ამ ამბიდან, სრულიად საპირისპირო დასკვნაც შეიძლება გამოიტანოს; პრაქტიკაში - ნაკლებად სავარაუდოა.
ამასობაში, სხვადასხვა მონაცემებით, ყარაბაღში დაღუპულთა რაოდენობა 3-5 ათასამდე მერყეობს; დაჭრილები თითქმის ორი მაგდენი; ინფრასტუქტურულ ზარალზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან რთულია, ჩვენთვის ესოდენ ახლო ერების, უბედურების ყურება...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ