დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„მცდელობა რევოლუციური სცენარის გასათამაშებლად იქნება, და არც თუ მცირე დოზით!“ 23.10.2020 20:18

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:
პოლიტიკური ვა-ბანკი თუ რევოლუციის მცდელობა? მცდელობა რევოლუციური სცენარის გასათამაშებლად იქნება, და არც თუ მცირე დოზით! არჩევნებამდე ფაქტიურად ერთი კვირით ადრე, საზოგადოებრივი პოლარიზაცია სულ უფრო მზარდ ხასიათს იღებს. ოპოზიციის დიდი ნაწილის სტრატეგია მთლიანად ხელისუფლების დემონიზაციის მცდელობაზეა აგებული. ის რაც ჩვენ თუნდაც ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების კრიმინალურ ქრონიკაში ვნახეთ, ოპოზიციის მხარდამჭერი მედია საშუალებების გაშუქებით, სწორედ ამაზე მიუთითებს. ოპოზიცია უკვე ღიად აანონსებს, რომ ის არ შეეგუება ხელისუფლების არჩევნებში გამარჯვებას და უალტერნატივოდ წინასწარ აცხადებს ოპოზიციის გამარჯვებას. IPSOS კვლევების ირგვლივ გახშირებული დისკუსიები და ინტერპრეტაციებიც ამას ემსახურება. ამ ტიპის პოლიტიკური რადიკალიზაცია კი ნიშნავს ერთ რამეს, 31 ოქტომბერს გარდა ოპოზიციისათვის მისაღები შედეგის დადგომისა, დაიწყება საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება. არ არის გამორიცხულკი მანამდე საარჩევნო უბნებზეც იყოს არაერთი მცდელობა პროვოკაციების, ხოლო იმ ოლქებში სადაც აგებენ, არეულობების მოწყობის მცდელობის.
არც თავად სააკაშვილის ჰიპერგააქტიურება და მიმართვების აქცენტებია შემთხვევითი, საკუთარი პარტაქტივის მობილიზირების და ე,წ მერყევი ამომრჩევლის დემორალიზირებისათვის. პოლიტიკურად სიტუაცია წინასწარ მიყავთ ყირგიზეთის და ბელურუსული სცენარისაკენ, და დიდი ალბათობითაც გასული წლის 20 ივნისის ძალადობრივი ინსცენირების განმეორების მცდელობა უფრო იქნება. გამოსვლებმა უნდა უზრუნველყოს ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე, არჩევნების სადამკვირებლო საერთაშორისო მისიებზე და პირველ რიგში ეუთოს დასკვნაზე, არჩევნების შედეგების რაც შეიძლება ნეგატიურ კონტექსტში შესაფასებლად.
თუმცა რეალობა ცოტა სხვაა. საქართველოს მოსახლეობის განწყობები, პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო კვლევით, სულაც არ არის პესიმისტური და სკეპტიკური ხელისუფლების მიმართ, ლოკაციითაც და ალოკაციითაც. პირიქით, "ქართულ ოცნებას" აქვს კარგი შანსი ყოველგვარი კოალიციის გარეშეც მოიგოს ეს არჩევნები. მიხეილ სააკაშვილი და ნაცოპოზიცია კი მიდის ვა-ბანკზე, მაგრამ შანსი რევოლუციური სცენარის გასათამაშებლად, პრაქტიკულად ნულის ტოლია! ამას ჩვენ 31 ოქტომბერს ვნახავთ. მცდელობა რევოლუციური სცენარის გასათამაშებლად იქნება, და არც თუ მცირე დოზით! მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც რევოლუცია გამოუვათ, რადგან არც ქართველი ამომრჩეველია პოლიტიკური ამნეზიით შეპყრობილი და არც მათი მართველობის სისასტიკე დავიწყებია ვინმეს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ