დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო საარჩევნოდ 23.10.2020 23:19

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში შემოსავლების სახით ჯამში 10 მლნ 355 ათას 212 ლარი მიიღო. აქედან საბიუჯეტო შემოსავალი 215 ათას 505 ლარია, ხოლო შემოწირულობების სახით პარტიამ 10 მლნ 139 ათას 707 ლარი მიიღო.

 

1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი - 2 599 290 ლარის ოდენობის შემოსავალი პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო. პარტიას აღნიშნულ პერიოდში საბიუჯეტო შემოსავალი არ მიუღია და აღნიშნული თანხა მთლიანად შემოწირულობებზე მოდის. შემოსავლების ოდენობით მეორე ადგილზეა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჯამში პარტიამ დასახელებულ პერიოდში 2 მლნ 432 ათას 831 ლარი მიიღო. აქედან 10 ათას 687 ლარი საბიუჯეტო შემოსავლების, ხოლო 2 მლნ 295 ათას 309 ლარი შემოწირულობების სახით. პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამავე პერიოდში, 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, 2 მლნ 42 ათას 318 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 26 ათას 813 ლარი საბიუჯეტო შემოსავლებზე, ხოლო 2 მლნ 15 ათას 505 ლარი შემოწირულობებზე მოდის.

 

„პატრიოტთა ალიანსმა“ აღნიშნულ პერიოდში სულ 2 მლნ 34 ათას 847 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, აქედან 148 ათას ერთი ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, ხოლო 1 მლნ 886 ათას 805 ლარი შემოწირულობა. „ევროპულმა საქართველომ“ კი 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით 1 მლნ 773 ათას 699 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 107 ათას 387 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, 1 მლნ 646 ათას 295 ლარი კი შემოწირულობა.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველა საარჩევნო სუბიექტმა (სულ 62 საარჩევნო სუბიექტი) 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემოსავლის სახით მიიღო 23 მლნ 846 ათას 652 ლარი.

 

ცნობისთვის, შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, საკრებულოების შუალედური არჩევნების და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ განხორციელებული ხარჯების, შემოსავლების და მონიტორინგის მიმდინარე შედეგების შესახებ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ