დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„უკრაინისთვის ნატოში შესვლა ნაადრევია - საქართველო უკვე მზად არის, რომ გაწევრიანდეს ალიანსში“ 23.10.2020 23:49

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველო მზად არის ნატოს წევრობისთვის. ჰოჯესმა ეს ცოტა ხნის წინ, უკრაინაში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

 

"უკრაინისთვის ნატოში შესვლა ნაადრევია. ქვეყანამ გარკვეული გზა უნდა გაიაროს. საქართველო უკვე მზად არის, რომ გაწევრიანდეს ნატოში. უკრაინას ჯერ კიდევ აქვს ნაბიჯები გადასადგმელი. მე მჯერა, ორივე ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. საქართველო უკვე არის მზად, მაგრამ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ინტეგრაციის პროცესი,"- განაცხადა ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.

 

უსაფრთხოების ფორუმი კიევში დღეს გაიმართა.

 

ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ