დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

48:7 - საქართველოს ნაკრები შოტლანდიელებთან დამარცხდა 24.10.2020 00:37

გოგა ჩანადირის პოსტი:


მოსალოდნელი იყო, რომ ბორჯღალოსნები წააგებდნენ შოტლანდიელ მორაგბეებთან, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, ჩვენი გუნდის თამაში უხარისხო იყო. უკეთესი შთაბეჭდილება მეორე ნახევარმა დატოვა. შეიძლება, ეს 7-თვიანი უთამაშებლობის შედეგიც არის, მაგრამ საწყენი იყო ძალისმიერ დაპირსპირებაში სუსტი თამაში და უამრავი შეცდომა.საბოლოოდ 48:7 წავაგეთ. კიდევ კარგი, 1 ლელო მაინც დავდეთ. იმედია, 8 ერის თამაშებზე უკეთეს რაგბის ვაჩვენებთ, უფრო ლაღს, უფრო შემტევს, უფრო უშეცდომოს, უფრო მრავალფეროვანს. და უდავოა, რომ გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის მწვრთვნელი გვჭირდება.
მომდევნო შეხვედრა 14 ნოემბერს ინგლისთან გვექნება. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ