როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ქართული ხილი“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, კახეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ილია თამარაშვილის თქმით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა.
ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ქართული ხილი“ 2019 წელს დარეგისტრირდა. მასში 5 მეპაიეა გაერთიანებული. კოოპერაციულ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა აქედან, 600,000 ლარი გრანტია, შეღავათიანი აგროკრედიტი კი, 600,000 ლარს აჭარბებს. დანარჩენი თანხა კოოპერატივის წევრების ინვესტიციაა. სამაცივრო მეურნეობაში 800-1000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში სეზონურად 15, მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge