დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ივანე მაჭავარიანი -,,ეკონომიკური ზრდის აღდგენისთვის აუცილებელია თამამი და ამბიციური რეფორმების განხორციელება'' 24.10.2020 12:12

როგორ უნდა დაძლიონ ქვეყნებმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და როგორც უნდა უზრუნველყონ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ვირტუალურ ფორმატში შედგა მაღალი დონის დისკუსია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევასა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვედრაზე წამყვანი სპიკერის სტატუსით სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ქვეყანასა და ზოგადად, რეგიონში დღეს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მისი დაძლევის გზებზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მაღალ რეპუტაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ნდობას იმ ეკონომიკური პოლიტიკისადმი, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის მთავრობა ბოლო წლებში.

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, გაუარესებული ეკონომიკური სიტუაცია მსოფლიოსა და რეგიონში, უპირველესად საჭიროებს, მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტაბილიზაციისკენ გადასადგმელ სწრაფ ნაბიჯებს, სადაც აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხობრივ მიზნებზე. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნები ორიენტირებულები უნდა იყვნენ არსებული მოწყვლადობების დაძლევაზე, მათ შორის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის ზრდასა და დოლარიზაციის შემდგომ შემცირებაზე;

 

ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორის როლის ზრდას აღნიშნა რა, რომ ამ მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მეტ დერეგულაციას, სახელმწიფო საწარმოების ეფექტიან რეფორმას, ლიბერალური ბიზნესგარემოს ხელშეწყობას.

 

ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლს და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს და მთლიანად რეგიონს როგორც COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლის, ისე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ