დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ცესკო არჩევნების შედეგების შეჯამებას ინტერნეტ-ტრანსლირებით გადასცემს 24.10.2020 12:31

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმები 3 700- ზე მეტი საარჩევნო უბნიდან შემოვა.რა გზას გადის შემაჯამებელი ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიიდან გამოქვეყნებამდე:

 

20:00 საათზე საუბნო საარჩევნო კომისიები იხურება და კომისიის წევრები ხმის დათვლის პროცედურებს იწყებენ.კენჭისყრის შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში აისახება,

ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიას მიეწოდება რომელიც მას სპეციალურ პროგრამაში ტვირთავს, რაც აისახება ცესკოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

 

მიღებული ოქმები გადაეცემათ ოპერატორებს და ორჯერ დამუშავების შემდგომ დაუყონებლივ აისახება ცესკოს შედეგების ვებგვერდზე.

შემაჯამებელი ოქმი საჯაროდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ