დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალი აშენდება 24.10.2020 13:48

კომპანიამ APM Terminals Poti და „ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციამ“ (PNTC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის ერთობლივად განვითარებაზე, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, APM Terminals Poti მოახდენს ინვესტირებას 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომის მშენებლობაში და 13.5 მეტრამდე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებში, ხოლო კორპორაცია განახორციელებს ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს მასშტაბური საოპერაციო ზონის მოწყობას და სარკინიგზო ხაზთან კავშირის უზრუნველყოფას ფოთში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ