დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„პრემიერთან შეხვედრაზე ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის საინტერესო ყველა საკითხს გაესვა ხაზი“ 24.10.2020 16:11

შეხვედრაზე ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის ყველა საინტერესო საკითხს გაესვა ხაზი, – ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქოგელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ქოგელის თქმით, ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელების პრემიერთან შეხვედრაზე მის ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

 

„ამ შეხვედრაზე ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის ყველა საინტერესო საკითხს გაესვა ხაზი. ეს იყო როგორც ტურიზმის სფერო, სამშენებლო სფერო, გადასახადების მიმართულება და ა.შ. დაისახა კონკრეტული გეგმები და ყველა კითხვას, რაც მქონდა, გაეცა პასუხი. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, „კოვიდ-19“ საშინელებაა, მაგრამ ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და შევებრძოლოთ იმით, რომ აუცილებლად დავიცვათ ყველა რეგულაცია, როგორიც არის ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება. ამ გამოწვევას ყველა ერთად დავძლევთ, რათა შემდგომ ჩვენი სამომავლო გეგმები ერთად განვახორციელოთ“, – განაცხადა მაიკლ ქოგელმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ