დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მაიკ პომპეოსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა 24.10.2020 20:55

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას Telefram-ი ავრცელებს, რომელიც დაახლოებულია ლუკაშენკოს პრესსამსახურთან. სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა. რა საკითხები განიხილეს ლუკაშენკომა და პომპეომ, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. 

 

25 ოქტომბერს იწურება ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ოპოზიციის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა. ოპოზიცია ლუკაშენკოსგან პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას, ძალადობის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო გამოსვლებითა და მასობრივი გაფიცვითა და შენობების ბლოკირებით იმუქრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ