დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

სვეტლანა ტიხანოვსკაია თვითიზოლაციაში გადავიდა 24.10.2020 23:13

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. იგი კვირის დასაწყისში სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რომელსაც მოგვიანებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. როგორც ტიხანოვსკაის სპიკერი, ანა კრასულინა აცხადებს, თვითიზოლაცია ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს საქმიანობაში ხელს არ შეუშლის. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანზე ლოგართან შეხვედრის შემდეგ ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრებიც თვითიზოლაციაში არიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ