დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ქობულეთს გაზაფხულზე კეთილმოწყობილი ბულვარი ექნება 25.10.2020 10:16

ქობულეთს გაზაფხულიდან თანამედროვე ბულვარი ექნება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სანაპირო ზოლში კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

 

მათივე ცნობით, პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება.

 

„პროექტის მიხედვით, სრულად კეთილმოეწყობა სანაპირო ზოლი. წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია. დეკორატიული ფილებით ეწყობა სასეირნო და სავალი ნაწილი, გაშენდება მწვანე ზოლი, მონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა“,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ