ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სასწავლო ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაიღუპა 24 და დაიჭრა ათობით ადამიანი. დაღუპულთა შორის უმეტესობა სკოლის მოსწავლე ან სტუდენტია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"რამდენს შეიძლება გავუძლოთ, როგორც ინდივიდებმა და როგორც საზოგადოებამ?" - ასეთი იყო ავღანეთის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი გამოხმაურება Twitter-ზე მომხდართან დაკავშირებით.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია. თავის მხრივ, თალიბანის მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
ავტორ(ებ)ი : Reuters