დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ალიევი - ,,აზერბაიჯანის  ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია'' 25.10.2020 10:52

,აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, აზერბაიჯანის  ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია.

 

„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახით. თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდა. ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია. ის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი – მუსულმანური, არაფერს ცვლის. ჩვენ რეგიონს ამ თვალსაზრისით არ განვიხილავთ,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ავტორ(ებ)ი : Le Figaro

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ