მედია პანდემიას საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დასაშინებლად იყენებს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
„Fake news-ები შემთხვევებზე, შემთხვევებზე და კიდევ შემთხვევებზე საუბრობენ. ეს ბევრ დაბალი რისკის მქონე ადამიანს მოიცავს. მედია ყველაფერს აკეთებს, რათა 3 ნოემბრის წინ შიში დათესონ. შემთხვევების რიცხვი გაზრდილია, რადგან ტარდება მეტი ტესტირება, მსოფლიოში ყველაზე მეტი და ყველაზე კარგი. სიკვდილიანობის დონე 85%-ით არის შემცირებული“, – წერს ტრამპი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge