დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რომში საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს 25.10.2020 13:53

ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ახალი ძალის“ რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა იტალიის დედაქალაქ რომში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლების მიერ ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებდნენ.

 

სამართალდამცავებმა მათ დაშლა არაერთხელ სთხოვეს, რა დროსაც აქტივისტებმა მათ ბოთლები ესროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.

 

პოლიციელებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

 

აღსანიშნავია, რომ კორონავრუსის შემთხვევების ზრდის გამო იტალიის რამდენიმე ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათია დაწესებული, რა მოსახლეობას შუაღამიდან დილის 5:00 საათამდე ქუჩაში გასვლას უკრძალავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ