ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ხიმშიაშვილების ოჯახის გაქურდვის ფაქტზე ბრალდებული სამართალდამცავებმა დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახიდან ოქრო და სეიფის გასაღებია წაღებული. როგორც დაზარალებული ოჯახი აცხადებს, მძარცველი საცხოვრებელ სახლში დილით ფანჯრიდან შევიდა, ინციდენტის დროს სახლის მეპატრონემ მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მძარცველმა 51 წლის მამაკაცს თავის არეში დაზიანება მიაყენა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge