დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ევროპული საქართველო" ანაკლიიდან ენგურის საოკუპაციო ხაზამდე საავტომობილო მარშს მართავს 25.10.2020 16:46

"ევროპული საქართველო" ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ ანაკლიიდან ენგურის საოკუპაციო ხაზამდე საავტომობილო მარშს მართავს. მარშში მონაწილეობს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა. ენგურის საოკუპაციო ხაზის შემდეგ, მარში ენგურის ხიდთან გადაინაცვლებს, რის შემდეგაც გიგი უგულავა დავით ბაქრაძესთან და გიგა ბოკერიასთან ერთად, დადიანების სასახლის ეზოში, მოსახლეობასთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, მარშის მიზანია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთხელ უთხრან ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი მმართველობის დრო დასრულდა და მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ შეუძლია მოიტანოს ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ქვეყნის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ