დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„თუ ვანო ჩხარტიშვილმა გამოააშკარავა, რა ხდებოდა ციხეებში, ძალიან დიდი ჯილდო უნდა გადაეცეს ამ ადამიანს“ 25.10.2020 20:50

თუ ვანო ჩხარტიშვილის გამოაშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი ჯილდო უნდა გადაეცეს ამ ადამიანს, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ვერასდროს დაბრუნდება მოძალადე და მწამებელი ხელისუფლება.

 

,,არ ვიცი ეს რამდენად რეალურია და რა ჩანაწერზე საუბრობთ, მაგრამ თუ ვანო ჩხარტიშვილის გამოაშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი ჯილდო უნდა გადაეცეს ამ ადამიანს, ფაქტიურად ფარდა ახადა იმ დიდ უბედურებას და წამებას, რომელიც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს წლები იყო, თუმცა საბედნიეროდ 2012 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ვერასდროს დაბრუნდება მოძალადე და მწამებელი ხელისუფლება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მერის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ეს ჩანაწერები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყო გავრცელებული. ,,ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყო გავრცელებული, საქართველოში საუბედუროდ იყო წლები, როდესაც აწამებდნენ ადამიანებს. ეს იყო ძალიან მძიმე და ნამდვილად მიჭირს, ამ ყველაფრის გახსენება. არსებობს ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი ვიდეომასალა, ის რაც ვნახეთ, როდესაც გადამალულ კასრებში ინახავდნენ ამ საშინელებათა ფილმებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც დგინდება, რომ ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. ტელეკომპანიამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერიც, რომელშიც მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ვანო ჩხარტიშვილისა და ლადო ბედუკაძის საუბარია ასახული. გავრცელებული აუდიოფაილების მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილი აღიარებს, რომ კადრების გავრცელებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ