დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამხარეო პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა 25.10.2020 22:26

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც დაახლოებით რვა საათის განმავლობაში იმყოფებოდა სამხარეო პოლიციის შენობაში, ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. საქართველოს შს მინისტრი ზუგდიდში მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძესთან და ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორთან მამუკა ჭელიძესთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. შეხვედრა სავარაუდოდ, რადენიმე დღის წინ "საქართველოს ბანკზე" განხორციელებულ თავდასხმას ეხება. პოლიციის შენობაში შესვლისას შს მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ