დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მთიან ყარაბაღში ხვალიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება 26.10.2020 00:22

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ ხელს უწყობს ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტამდე მიიყვანონ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კვლავ შეხვდებიან ჟენევაში და განიხილავენ შეთანხმებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ