დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დონალდ ტრამპი სომხეთის და აზერბაიჯანის პირველ პირებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და ზავის ამოქმედებას ულოცავს 26.10.2020 09:41

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთის და აზერბაიჯანის პირველ პირებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და ზავის ამოქმედებას ულოცავს. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.


ვულოცავთ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომლებიც  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.  ბევრი სიცოცხლე გადარჩება,“- წერს დონალდ ტრამპი.


აშშ-ის პრეზიდენტი აქვე დასძენს, რომ საკუთარი გუნდით ამაყობს.  კერძოდ სახელმწიფო  მდივან მაიკლ პომპეო და სტივ ბიგს და ეროვნული უშიშროების საბჭოს ასახელებს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, მიღწეული შეტანხმება სწორედ მათი დამსახურებაა.


აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადებით, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ზავი  დილის 08:00 საათიდან ამოქმედდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ