დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ბაქოს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს 26.10.2020 10:47

სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და საპირისპირო ბრალდებას უყენებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთიანი ყარაბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე დაარღვია.


არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო დანაყოფები საზავო შეთანხმების პირობებს მკაცრად იცავენ და ოფიციალური ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს,“- აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.


აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადებით, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ზავი  დილის 08:00 საათიდან ამოქმედდა.


აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ