დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ნათია თურნავამ ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი" პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა 26.10.2020 10:49

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის, ლუმიერის ლიონუნივერსიტეტის ერთობლივი  სამაგისტრო პროგრამისტურიზმი" პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა


პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენნათია თურნავას თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ტურიზმის სფეროს ახალი, ევროპული სტილით განათლებული, კვალიფიციური კადრები შეემატოს. 

 

ვულოცავ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ შესანიშნავი, ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის დაწყებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც ტურიზმიაეს არის სფერო, რომელიც მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რაც ტურიზმს მსოფლიოსა და საქართველოში აქვს, კვლავაც  ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და წარმატებული იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურიზმის სფეროს ახალი, ევროპული სტილით განათლებული, კვალიფიციური კადრები შეემატოს და დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან წარმატებული იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ


ქართულ-ფრანგული პროგრამის კურსდამთავრებულ თსუ- სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, რეგიონში პირველებმა მიიღონ თსუ- ტურიზმის მაგისტრის და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის  - ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრის ორმაგი დიპლომი.  


სტუდენტები პირველი სამი სემესტრი თსუ-ში ისწავლიან, მეოთხე სემესტრის განმავლობაში ისინი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ კურსს ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში და ლიონის ტურისტულ კომპანიებში გაივლიან. ფრანგულ ტურისტულ კომპანიაში პრაქტიკა ქართველი სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი იქნება


სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი" ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ