დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს 26.10.2020 11:03

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი სატელევიო არხის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელია ჩართულ.


გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 2020 წლის 25 ოქტომბერს ერთ-ერთ სატელევიზიო არხის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, თითქოსდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის ჩართულობაზე.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მკაცრად არის გამიჯნული პოლიტიკური პროცესებისაგან. უწყების არც ერთი თანამშრომელი არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაშისიუჟეტში დასახელებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში (1-ლი სექტემბრიდან) იმყოფებოდა სამსახურში ქ. ქუთაისში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი გადავიდა თვითიზოლაციაში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი,“- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ