დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

იაპონიის პრემიერი კურილის კუნძულების თემას უბრუნდება 26.10.2020 11:39

კურილის კუნძულების კუთვნილების საკითხში საბოლოო წერტილი უნდა დაისვას, განაცხადა იაპონიის ახალმა პრემიერ–მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ პარლამენტში პირველი საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას

 

პრემიერს იმედი აქვს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჩრდილოეთ ტერიტორიებზე, ანუ კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილზე წარმატებით დასრულდება.

 

„ჩრდილოეთ ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებში აუცილებელია საბოლოო წერტილი დაისვას და არ გადაიდოს ის მომავალი თაობებამდე“, — აღნიშნა სუგამ

 

გარდა ამისა, იაპონიის ახალი პრემიერი აპირებს, განავითაროს მოსკოვთან ყოველმხრივი ურთიერთობი „უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე ღია დიალოგის დახმარებით“, რაშიც ასეე მოიაზრებს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულეაბზე ხელმოწერას.   

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ