დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

პარიზში კარანტინის გაუქმების შემდეგ კრიმინალმა იმატა 26.10.2020 12:04

პარიზში კარანტინის გაუქმების შემდეგ კრიმინალმა იმატა. პოლიციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქალაქის მაღაზიების, კომპანიების ოფისებისა და აფთიაქების ძარცვა 60%-ით, ხოლო ადამიანთა ძარცვა იარაღის გამოყენების გარეშე 2.4% -ით გაიზარდა.

 

დანაშაულმა ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მოიმატა. არასრულწლოვანი კრიმინალების მიერ ჩადენილი ცემის ფაქტებზე თავდასხმების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 22,2% -ით გაიზარდა."2020 წელს საფრანგეთში კარანტინის შემოღების დროს კრიმინალი შემცირდა, თუმცა ახლა აშკარაა, რომ მისმა გაუქმებამ კრიმინალი მკვეთრად გაზარდა", - განაცხადეს პოლიციაში.

 

სიტუაცია განსაკუთრებით საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გაუარესდა, სადაც დიდი ხანია ინტენსიური ნარკოტიკებით ვაჭრობა მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქის ამ ნაწილის ისეთ დიდ უბნებში მცხოვრებლები და მეწარმეები, როგორიცაა La Chapelle, Gouttes d'Or და Boulevard Barbes ხელისუფლებისგან დამნაშავეების ქმედებების აღსაკვეთად სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვენ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ