დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ინიციატივაა, 31 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო უბნები 23:00 საათისთვის დაიხუროს 26.10.2020 12:50

 

საპარლამენტო ფრაქციაპატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები გამოდის ინიციატივით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებიდახურვის დრო 23:00 საათამდე გაიზარდოს. ფრაქციამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტს უკვე მიმართ.

 

2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი იყო 70-ზე მეტი ეროვნული არჩევნები, 100-ზე მეტი ადგილობრივი არჩევნები და 7 რეფერენდუმი, რომელთა გამართვაც კორონავირუსის პანდემიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, მსოფლიოს 50-მე მეტ ქვეყანაში, ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნები/რეფერენდუმი გადაიდო, თუმცა ბევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეძებნა ალტერნატიული გზები და გამოეყენებინა სათადარიგო მეთოდები, რათა არჩევნების გადადებას ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ნორმალური რითმიდან ამოგდება არ გამოეწვია.

 

სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქციაპატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატებიაუცილებლად მიიჩნევსსაარჩევნო კოდექსშიცვლილებების შეტანას და საარჩევნო უბნების დახურვის დროის 23:00 საათამდე გაზრდას,“- ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ