დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

გაერო ყალბი ვაქცინებისა და პრეპარატების შესახებ გვაფრთხილებს  26.10.2020 14:05

ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატების და ვაქცინების გაყალბების სფეროში დიდი აქტივობით გამოირჩევიან. ამის შესახებ, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სამმართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გადა ვალიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა დეფიციტურ წამლებზე, ვაქცინებსა და აღჭურვილობაზე.

 

"ორგანიზებული დანაშაული "აყვავდა" და როგორც მოსალოდნელია, რიგი მიზეზების გამო აღმავლობას განიცდის. ორგანიზებულ დანაშაულსა და დამნაშავეებს აქვთ რესურსები, ფული, ლიკვიდური საშუალებები", - განაცხადა ვალიმ.

 

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ფალსიფიკაციის მსხვერპლი არ გახდნენ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ