დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან მოითხოვს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე გადაკვალიფიცირდეს 26.10.2020 15:17

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან მოითხოვს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით წარიმართოს.

 

მათი თქმით, პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

„ამ დროისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებულია მთელი რიგი ღია საკითხები, რომლებიც კვლავაც არ არის შესწავლილი და შესაძლოა, მიუთითებდეს თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაზე. დღემდე გამოძიების მხრიდან პასუხი არ გაცემია კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა დახურულ მანქანაში უამრავი მკვდარი ბუზი. სახელმწიფომ დღემდე ვერ მოიპოვა სატელიტური თანამგზავრის ფოტოები, რითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი გაუჩინარების დღიდან ოთხი დღის განმავლობაში იდგა იმ ტერიტორიაზე, სანამ იგი არ იპოვეს. გამოძიებას ამ დრომდე დამატებით არ დაუკითხავს მოწმის სახით ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც საჯარო განცხადებებით უთითებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებეზე. მათ შორის ვილა „ალგეთთან“ დაკავშირებით და სოფელ გოლთეთში 20-22 ივლისის ღამეს შუქის ჩაქრობის თაობაზე. გამოძიებამ არ შეისწავლა და არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველების მიერ ნაპოვნ ალტერნატიულ გზაზე, რომელიც სოფელ გოლთეთსა და ვილა „ალგეთს“ ერთმანეთთან აკავშირებს. ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ ქალის ვინაობა, ვისზეც შედგენილია ფოტორობოტი. გაურკვეველია, რატომ მიიჩნევს სანდოდ გამოძიება მწყემსი მამა-შვილის ჩვენებებს, ვინც მაწევანთან თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინა. შემთხვევის დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების პროკურატურისეული ვერსია, არ ემთხვევა საქმეში არსებული არაერთი მოწმის ჩვენებას. მოქმედ საკალმახე „ადმირალში“ დამონტაჟებული ვიდეოკამერების კაბელი გადაჭრილია, ხოლო ჩანაწერები საერთოდ არ აღმოჩნდა. ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, ვისაც ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებულ პირბადეზე არსებული დნმ. ვერ დადგინდა ვის ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის მარცხენა ფეხსაცმელზე, მანქანის უკანა ორივე ხალიჩაზე და ტელეფონზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები. ორ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები დადგინდა, რომ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. მოსამართლის განჩინების მიუხედავად, დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. 4 სხვადასხვა სახის მედიკამენტიდან, რომელიც თამარ ბაჩალიაშვიმა გაუჩინარების წინა დღეს - 17 ივლისს შეიძინა, 2 მათგანი არ აღმოჩნდა არც მის სისხლში და არც მის ნივთებში. რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ ის 10-წუთიანი მონაკვეთი, როცა თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, სახლიდან გამოსვლის შემდგომ, მიდის მისი ნათესავის - რიტა ზურაბაშვილის ბინაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ